დევიდ ბექჰემი: ხოსეპ გვარდიოლა დიადი მწვრთნელია

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გელექსის" ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა "ბარსელონადან" ხოსეპ გვარდიოლას წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა, რომელიც პოსტს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ახალი სეზონიდან ტიტო ვილანოვა იქნება, რომელიც პეპის ასისტენტად მუშაობდა.

"პეპი გარდა იმისა, რომ დიადია მწვრთნელია, ასევე ჯენტლმენია. დიახ, მე მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ძალიან მომწონდა როგორ თამაშობდა მისი "ბარსელონა". გვარდიოლამ ყველაფერი დაიმსახურა, რასაც კი მიაღწია.
ყველაფერს კარგს ვუსურვებ მას", - განაცხადა ბექჰემმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული