თუმცა მწვრთნელის ირგვლივ ევროპაში უკვე დიდი ბჭობაა გამართული და ვნახოთ, იქნებ მისი ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს კიდეც.
"მილანის" პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის ძალიან უნდა, პეპი თავისი კლუბის სათავეში იხილოს. მან "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის დაავალა, გვარდიოლა მომავალი სეზონისთვის "მილანში" გადმოიბიროს.
გვარდიოლას ხელში ჩაგდება მიუნხენის "ბაიერნსაც" სურს. კლუბის საპატიო პრეზიდენტ ფრანც ბეკენბაუერს მხოლოდ ის აღელვებს, რომ ესპანელი სპეციალისტი გერმანულ ენას ვერ ფლობს.
"გვარდიოლა უდიდესი სპეციალისტია.
თუმცა ერთი დიდი პრობლემა ისაა, რომ ის გერმანულ ენას არ ფლობს. ბუნდესლიგაში მომუშავე სპეციალისტისთვის გერმანული ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბეკენბაუერმა.