შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი "ვალეკანოსთან" შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა. აფელაის დიდი ხნის განმავლობაში ტრავმა აწუხებდა.
"ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს დავბრუნდებოდი. ერთადერთი, რაც მინდა, ფეხბურთის თამაშია.
გვარდიოლა? ძალიან ცუდია, რომ მან წასვლა გადაწყვიტა. ჩემთვის პეპი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.
იმედი მაქვს, ვილანოვა მისი ღირსეული შემცვლელი იქნება", - თქვა აფელაიმ.