ჟოზე მოურინიოს "როსონერის" გოლეადორის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირება უნდა. როგორც ირკვევა, ჟოზე 30 წლის შვედ თავდამსხმელს რამდენიმე კვირის წინ დაუკავშირდა და მადრიდში გადასვლაზე ჩამოუგდო სიტყვა, რაზეც იბრას მაშინვე თანხმობა უთქვამს.
"ელ მუნდო დეპორტივოში" ვკითხულობთ, რომ ზლატანისთვის "რეალში" გადასვლის ერთ-ერთი უმთავრესი მოტივაცია "ბარსელონაზე" შურისძიებაა.
"ელ კონფიდენსიალი" კი წერს, რომ მოურინიო მზადაა, "მილანს" იბრაჰიმოვიჩის სანაცვლოდ კაკა და გონსალო
30 წლის ბრაზილიელი და 24 წლის არგენტინელი ჟოზეს აღარ სჭირდება. აღსანიშნავია, რომ იგუაინის გადაბირება პსჟ-საც სურს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"