ზლატან იბრაჰიმოვიჩი მადრიდის "რეალში"?

AutoSharing Option
30 აპრილს ესპანურმა გაზეთებმა "ელ მუნდო დეპორტივომ" და "ელ კონფიდენსიალმა" ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაავრცელეს: ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, "რეალსა" და "მილანს" შორის დიდი გარიგება მზადდება.

ჟოზე მოურინიოს "როსონერის" გოლეადორის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირება უნდა. როგორც ირკვევა, ჟოზე 30 წლის შვედ თავდამსხმელს რამდენიმე კვირის წინ დაუკავშირდა და მადრიდში გადასვლაზე ჩამოუგდო სიტყვა, რაზეც იბრას მაშინვე თანხმობა უთქვამს.

"ელ მუნდო დეპორტივოში" ვკითხულობთ, რომ ზლატანისთვის "რეალში" გადასვლის ერთ-ერთი უმთავრესი მოტივაცია "ბარსელონაზე" შურისძიებაა.

"ელ კონფიდენსიალი" კი წერს, რომ მოურინიო მზადაა, "მილანს" იბრაჰიმოვიჩის სანაცვლოდ კაკა და გონსალო
იგუაინი დაუთმოს.

30 წლის ბრაზილიელი და 24 წლის არგენტინელი ჟოზეს აღარ სჭირდება. აღსანიშნავია, რომ იგუაინის გადაბირება პსჟ-საც სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
სისულელე :* არა მგონია
cotne
14:31 01-05-2012
0
და გუნდში იქნებიან ნამდვილი არაკაცები: მაურინიო, რონალდო, პეპე, იბრა...
თემური
14:51 01-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული