ჟოზე მოურინიო ზინედინ ზიდანის მუშაობით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ესპანელმა ჟურნალისტმა ხოსე რამოსმა თქვა, რომ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადრიდელთა სპორტული დირექტორის, ზინედინ ზიდანის მუშაობით უკმაყოფილოა.

"არსებობს ცნობები, რომ ზიდანი არაფერს აკეთებს, არაფერს ამბობს, მოურინიოს კი ცუდ მსაჯებთან მებრძოლი სჭირდებოდა - ვინმე უფრო "უარესი", ვიდრე თვითონაა", - განაცხადა ესპანელმა ჟურნალისტმა.

სავარაუდოდ, მოურინიო, რომელიც "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის სრული მხარდაჭერით სარგებლობს, მას ზიდანის თავიდან მოშორებას სთხოვს.

ალბათ, გასულ სეზონში მოურინიოსთან კონფლიქტის შემდეგ გუნდი გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული