ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მადრიდის "რეალი" უარყო

AutoSharing Option
"მილანის" შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან გაჩნდა ინფორმაცია იბრაჰიმოვიჩის მადრიდის "რეალში" სავარაუდო ტრანსფერზე (იხილეთ სტატია), თუმცა შვედმა ეს ცნობა უარყო.

"ახალი გამოწვევებისთვის ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ ჩემს კარიერაში იმდენი გამოწვევა იყო, რომ ერთი რამე ვისწავლე - სადაც თავს ბედნიერად გრძნობ, იქ უნდა დარჩე.

"მილანში კარგად ვარ და აქ დარჩენა მსურს. აქ ყველაფერი შესანიშნავია. უკეთესზე ოცნებას ვერც კი შევძლებ", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

მომზადებულია Aftonbladet-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული