ჟოზე მოურინიო: მთავარია, რომ ხოსეპ გვარდიოლა ბედნიერია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კატალონიის "ბარსელონას" თავკაცის, ხოსეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებაზე გუნდიდად წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მწვრთნელად უკვე 12 წელია, ვმუშაობ. ივნისში დავისვენებ, როცა მატჩები და ვარჯიშები არ იქნება.

თუმცა ყველა სპეციალისტი თავისებურად ფიქრობს. "ბარსელონა", უბრალოდ, ამას უნდა შეეგუოს. იმედია, გვარდიოლა დამსახურებულ დასვენებას კარგად გამოიყენებს. მას ყველაფერს კარგს ვუსურვებ.

მისი წასვლის შესახებ კომენტარს არ უნდა ვაკეთებდე. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და ეს მისი პასუხისმგებლობის საკითხია.

კლუბიდან წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. ამაზე პასუხი მან უნდა გაგცეთ და გითხრათ, რა
არის მისთვის უკეთესი. მთავარია, რომ ამ ნაბიჯით გვარდიოლა ბედნიერია", - თქვა მოურინიომ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული