უნაი ემერი: "ვალენსიამ" ყველა ტურნირზე ბოლომდე იბრძოლა

AutoSharing Option
"ვალენსიის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ თავისი გუნდი დაიცვა.

აღსანიშნავია, რომ სეზონის მიმდინარეობისას ბასკი სპეციალისტი და მისი შეგირდები არაერთხელ მოხვდნენ კრიტიკის ქარცეცხლში. მიუხედავად ამისა, "ღამურებს" აქვს შანსი, ესპანეთის ჩემპიონატში საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდეს.

"რა თქმა უნდა, ლა ლიგაში უახლოეს მდევრებთან ჩვენი უპირატესობა გავფლანგეთ, მაგრამ ეს იმითაა გამოწვეული, რომ გუნდის მოთამაშეები ყველა ტურნირზე მაქსიმალურად იხარჯებოდნენ. ესპანეთის თასის და ევროპის ლიგის ნახევარფინალს ვუწიეთ, რამაც უზარმაზარი ძალისხმევა წაგვართვა, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა ასეთი შედეგების მისაღწევად. ჩვენს ჩემპიონატში ასეთ რიტმს მხოლოდ "რეალი" და "ბარსელონა" უძლებენ",
- განაცხადა ემერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული