ხოსეპ გვარდიოლას ყოველდღიურმა შრომამ და გამარჯვებებმა ძალა გამოაცალა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, რომელიც თანამდებობას ამ ზაფხულს დატოვებს, განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება გუნდიდან წასვლის შესახებ ჟოზე მოურინიოსთან კავშირში არაა, რომელიც მადრიდის "რეალს" თავკაცობს.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იქნება, რომელიც გვარდიოლას ასისტენტად მუშაობდა.

"დაკავშირებულია თუ არა ჩემი წასვლა მოურინიოსთან? არა, რა თქმა უნდა.

ბევრი ოპონენტი მყავდა, მაგრამ მათთან მეტოქეობით კი არ დავიღალე, არამედ ყოველდღიურმა შრომამ და გამარჯვებებმა ძალა გამომაცალეს.

ჩავუდგები თუ
არა მომავალში ისევ "ბარსელონას"? ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან პასუხი ნამდვილად არ მაქვს", - განაცხადა გვარდიოლამ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული