Sport.es-ის ინფორმაციით, გუნდის ახალი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა გუნდის გასაძლიერებლად 100 მილიონ ევროს მიიღებს.
აქედან 30 მილიონი სატრანსფერო თანხებიდან იქნება. 50 მილიონი კლუბის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ხოლო დანარჩენ ფულს კლუბი ფეხბურთელების გაყიდვიდან მიიღებს.
გარდა ამისა, ესპანური გრანდი ახალ მწვრთნელზეც დაზოგავს ფულს, რადგან ვილანოვას წლიური ხელფასი გვარდიოლასაზე ბევრად ნაკლები იქნება.
ასევე, შესაძლოა, ზაფხულში გუნდი დანიელ ალვეშმა დატოვოს, რომლითაც სერიოზულად დაინტერესდა მახაჩყალის "ანჟი". კითხვის ნიშნის ქვეშ არის სეიდუ კეიტას მომავალიც.
"ბლაუგრანას" სატრანსფერო პოლიტიკის მთავარ