დანი ალვეში: "ბარსელონაში" კონტრაქტის ამოწურვამდე მსურს დარჩენა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბში თამაში, კონტრაქტის ამოწურვამდე სურს.

შეგახსენებთ, ადრე ამბობდნენ, რომ 28 წლის ბრაზილიელის მიმართ ინტერესს მახაჩყალის "ანჟი" იჩენსო.

"დარჩენა რომ არ მდომებოდა, კონტრაქტს არ გავაგრძელებდი. კლუბში ხელშეკრულების ბოლომდე დარჩენა მსურს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კლუბის გადასაწყვეტია", - განაცხადა დანი ალვეშმა ესპანელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული