კრიშტიანო რონალდო: მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" ვჯობდით

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ბილბაოს "ატლეტიკთან" (3:0) პრიმერადივიზიონის 20-ე ტურის გადადებული მატჩის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შესახებ ისაუბრა.

"ბედნიერი ვარ! ეს ჩემთვის ესპანეთის ჩემპიონის პირველი ტიტულია. ძალიან ამაღელვებელი მოვლენაა.

ყველას ძალიან გვიხარია. ამ მიზნისკენ 10 თვის განმავლობაში მივდიოდით. მთელი ეს დრო მუდმივ ბრძოლაში წარიმართა.

ჩემპიონატის მოგება კიდევ უფრო რთული ხდება, როდესაც ისეთ გუნდს ეთამაშები, როგორიც "ბარსელონაა", მაგრამ ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც მას ჯაბნი. ამ სეზონში "ბარსელონაზე" უკეთესად ვთამაშობდით.

ჩემთვის უმთავრესი ჩემპიონის ტიტულია. შინ უკვე ორი "ოქროს ბუცი" მაქვს. რა თქმა
უნდა, კიდევ ერთი პრიზის მოგება ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ დიდად არ ვინანებ, თუ საუკეთესო ბომბარდირი ვერ გავხდები", - განაცხადა რონალდომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული