ლა ლიგა. XXXVI ტურის შეჯამება: ფიესტა მადრიდში

AutoSharing Option
3 მაისს მადრიდში, სიბელესის მოედანზე, საღამოს 7 საათზე დაიწყო ზეიმი, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა.

მადრიდელები "რეალის" 32-ე ტიტულს ზეიმობდნენ. მანამდე კი იყო ტრიუმფი ბილბაოში - როგორც იქნა, 3-წლიანი ბარსელონური დომინაცია დაემხო - "სამეფო კლუბი" ისევ ჩემპიონია.

"ბილბაოს" 3:0 დამარცხების შემდეგ ფეხბურთელებმა ჟოზე მოურინიო ჰაერში ატყორცნეს, შემდეგ კი გასახდელში იზეიმეს. "სან მამესიდან" ბილბაოს "ვიტორიას" აეროპორტამდე ასობით ფანი გაჰყვა "რეალს". შემდეგ ფეხბურთელებმა ჰაერში ერთად იმღერეს" "ქვინის" We are the champions.

მესიმ ევროპას გადმოხედა
მაშ ასე, კრიშტიანო რონალდო და ლეო მესი დაერივნენ და
რაც კი ინდივიდუალური, გოლეადორული რეკორდი არსებობს, ყველა მოხსნეს.

რა თქმა უნდა, ცოტას ვაზვიადებთ, მაგრამ პორტუგალიელმა 10-ამდე, ხოლო არგენტინელმა ორჯერ მეტი რეკორდი დაამხო ამ სეზონში.

და აი, ყველაფრის კულმინაცია - ოთხშაბათს მესიმ გერმანელი გერდ მიულერის რეკორდი დაამხო. ეს იყო წარმოუდგენელი მიღწევა - 1972/73 წლების სეზონში მიულერმა ყველა ოფიციალურ მატჩში 67 გოლი გაიტანა: 26 ჩემპიონატში, 7 თასზე, 12 ლიგის თასზე და 12 ევროპის თასზე.

"მალაგასთან" ჰეთ თრიკის შემდეგ მესის ანგარიშზე 68 გოლია: 46 ლა ლიგაში, 14 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 ესპანეთის სუპერთასზე, 2 სამეფო თასზე, 1 ევროპის სუპერთასზე.

მესი VS რონი
ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "მალაგასთან" 4:1 დასრულებულ მატჩში. მან კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, 3-ჯერ ზუსტად, გაიტანა 3 გოლი. მესის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ. არგენტინელი ერთხელ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში.

კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "ბილბაოსთან" 3:0 დასრულებულ მატჩში. მან კარისკენ 10-ჯერ დაარტყა, 6-ჯერ ზუსტად, გაიტანა გოლი და გააკეთა საგოლე პასი. რონალდოს წინააღმდეგ 2-ჯერ იუხეშეს, ერთხელ თავად დაჯარიმდა.

ეს რაუნდი მესიმ მოიგო და "ტურნირში" 22:21 დაწინაურდა.

ტურის სიმბოლური ნაკრები
ესპანური Goal.com. 3-3-1-3

დუდუ ავატე (მალიორკა) - ადილ რამი (ვალენსია), პეპე (რეალი), ხორდი ალბა (ვალენსია) - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ბენატ ეჩებარია (ბეტისი), მესუთ იოზილი (რეალი) - ლიონელ მესი (ბარსელონა) - კარლოს ველა (რეალ სოსიედადი), არიც ადურისი (ვალენსია), ოდიონ იგჰალო (გრანადა).
მე-12 ფეხბურთელი: გონსალო იგუაინი (რეალი)
ტურის მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო (რეალი)

ტურის ანტინაკრები
ესპანური Goal.com. 4-3-3

ტიბო კურტუა (ატლეტიკო) - ხავი მარტინესი (ბილბაო), გრეგორი არნოლინი (სპორტინგი), გუსტავო კაბრალი (ლევანტე), ხოსე მანუელ კასადო (რაიო ვალეკანო) - გარი მედელი (სევილია), დიეგო ბუონანოტე (მალაგა), მანუ დელ მორალი (სევილია) - დეიან ლეკიჩი (ოსასუნა), ალვარო ვასკესი (ესპანიოლი), ალვარო ნეგრედო (სევილია).
მე-12 ფეხბურთელი: კრიშტიანო რონალდო (რეალი)
მწვრთნელი: ხავიერ კლემენტე (სპორტინგი)

ტურის გმირი
ერნან პერესი (ვილიარეალი)

"ვილიარეალი" თითქმის გავიდა სამშვიდობოს. ამაში კი დიდი წვლილი 23 წლის პარაგვაელ ერნან არსენიო პერეს გონსალესს მიუძღვის. ხიხონელთა კარში მესამე გოლის ავტორი ეს მარჯვენა ნახევარმცველია, რომელიც "ვილიარეალის" მომავლის გუნდის ერთ-ერთი ბურჯია. ერნან პერესი მოთმინებით ელოდა თავის დროს. 2 სეზონი "ვილიარეალ II-შიც" ითამაშა და ახლა მისი დროც დადგა. სხვათა შორის, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, პერესს უკვე 13 მატჩი დაუგროვდა პარაგვაის ეროვნულ ნაკრებში.

ტურის ფრაზები
მანოლო ხიმენესი: "ფეხბურთელები მზად არიან, მოკვდნენ მოედანზე გუნდისთვის", - ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი "სარაგოსას" თავკაცი თავის შეგირდებზე.

მიჩელი: "დღეს ძალიან დასანანი და მტკივნეული მარცხი განვიცადეთ ", - "სევილიას" თავკაცი "ბეტისთან" 1:2 მარცხის მერე.

პეპე მელი: "მოწინააღმდეგე გუნდის ფანების არნახული ქომაგობის მიუხედავად, მოვიგეთ და ჩვენს გულშემატკივრებს დიდი ბედნიერება მივანიჭეთ", - "ბეტისის" თავკაცი მოგებული სევილიური დერბის შემდეგ.

ხოსე ლუის მენდილიბარი: "ლა ლიგაში ყველაზე ადვილი "ოსასუნას" ფეხბურთელის გაძევებაა, მაგრამ რა უნდა ილაპარაკო მსაჯზე, რომელიც აფრთხილებს კლუბის ექიმსა და მასაჟისტს იმისთვის, რომ ისინი მოედანზე წაქცეულის დასახმარებლად შევიდნენ", - პამპლონელთა მწვრთნელი დეიან ლეკიჩის გაძევებამ აღაშფოთა.

ხოსეპ გვარდიოლა: "რეალი" სამართლიანად გახდა ჩემპიონი, მაგრამ იყო რაღაცები, რაც არ გახმაურებულა. მაგალითად - ორი უსამართლო პენალტი ჩვენს კარში", - ხოსეპ გვარდიოლა წაგებულ ლა ლიგაზე.

ჟოზე მოურინიო: "ლა ლიგის მოგება ყველაზე ძნელია ევროპულ პირველობებს შორის", - "რეალის" თავკაცი.

აიტორ კარანკა: "ახლა ლა ლიგაში "რეალის" ერაა", - მოურინიოს ასისტენტი.

კრიშტიანო რონალდო: "ესპანეთის ჩემპიონობა მინდოდა და არა ბომბარდირობა", - პორტუგალიელი ბომბარდირი.

ესპანური ფეხბურთის სისუსტე - მსაჯები
ტორიენსო ალვარესი (ბარსელონა-მალაგა) - 0 "მარკა" (10-ბალიანი შეფასებით)
რა დააშავა: დანიშნა ორი პენალტი, ორივე არასწორად: პირველად ინიესტა საჯარიმოს გარეთ მოცელეს, მეორედ მესის არავინ შეხებია. პრინციპში, მეტი რაღა უნდა დაეშავებინა?

ტურის ხუთი საუკეთესო გოლი
1. გონსალო იგუაინი (რეალი) "ბილბაოს" კარში (საგოლე პასი: მესუთ იოზილი).
2. ხოსე რონდონი (მალაგა) "ბარსელონას" კარში (საგოლე პასი: ხესუს გამესი)
3. ლიონელ მესი (ბარსელონა) "მალაგას" კარში (საგოლე პასი: ანდრეს ინიესტა)
4. მესუთ იოზილი (რეალი) "ბილბაოს" კარში (საგოლე პასი: კრიშტიანო რონალდო).
5. ერნან პერესი (ვილიარეალი) "სპორტინგის" კარში.

ტურის სტატისტიკა
29 გოლი ტურში (2,9 მატჩში). 5 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 3 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 62 ყვითელი და 5 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი: ლიონელ მესი (ბარსელონა)
დუბლი: არიც ადურისი (ვალენსია), ბენატ ეჩებარია (ბეტისი), ჟონასი (ვალენსია), ოდიონ იგჰალო (გრანადა).
კრიშტიანო რონალდომ (რეალი) და პაპაკული დიოპმა (რასინგი) ვერ გაიტანეს პენალტი.
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხაირო სამპერიო (რასინგი, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 88 000 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 10 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 22 - სპორტინგი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 8 - ვილიარეალი, მალიორკა, ვალენსია
ყველაზე მეტი ჯარიმა: 24 - ხეტაფე
ყველაზე მეტი კუთხური: 17 - ვალენსია
ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - ვალენსია
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 63% - ბარსელონა

ლა ლიგა. XXXVI ტური

სპორტინგი-ვილიარეალი 2:3
საუკეთესო: ერნან პერესი (ვილიარეალი)

ხეტაფე-რასინგი 1:1
საუკეთესო: პაპაკული დიოპი (რასინგი)

გრანადა-ესპანიოლი 2:1
საუკეთესო: ოდიონ იჰგალო (გრანადა)

ატლეტიკო-სოსიედადი 1:1
საუკეთესო: კარლოს ველა (რეალ სოსიედადი)

ბარსელონა-მალაგა 4:1
საუკეთესო: ლიონელ მესი (ბარსელონა)

სევილია-ბეტისი 1:2
საუკეთესო: ბენატ ეჩებარია (ბეტისი)

მალიორკა-ვალეკანო 1:0
საუკეთესო: დუდუ ავატე (მალიორკა)

სარაგოსა-ლევანტე 1:0
საუკეთესო: ედუ ორიოლი (სარაგოსა)

ვალენსია-ოსასუნა 4:0
საუკეთესო: არიც ადურისი (ვალენსია)

ბილბაო-რეალი 0:3
საუკეთესო: გონსალო იგუაინი (რეალი)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 36 30 4 2 115-30 94
2. ბარსელონა 36 27 6 3 108-27 87
3. ვალენსია 36 16 10 10 58-43 58
4. მალაგა 36 16 7 13 52-51 55
5. ლევანტე 36 15 7 14 51-49 52
6. ატლეტიკო 36 13 11 12 50-45 50
7. მალიორკა 36 13 10 13 40-42 49
8. ბილბაო 35 12 12 11 49-46 48
9. ოსასუნა 36 11 15 10 39-59 48
10. ხეტაფე 36 12 10 14 40-49 46
11. ბეტისი 36 13 7 16 44-52 46
12. სევილია 36 12 10 14 42-44 46
13. ესპანიოლი 36 12 9 15 45-51 45
14. სოსიედადი 36 11 11 14 45-51 44
15. გრანადა 36 12 6 18 34-53 42
16. ვილიარეალი 36 9 14 13 39-51 41
17. ვალეკანო 36 12 4 20 50-68 40
18. სარაგოსა 36 10 7 19 32-60 37
19. სპორტინგი 36 9 7 20 40-67 34
20. რასინგი 36 4 15 17 25-57 27

ბომბარდირები
46 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 44 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 22 - გონსალო იგუაინი (რეალი); 20 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 16 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 15 - მიჩუ (რაიო ვალეკანო), არუნა კონტე (ლევანტე); 14 - რუბენ კასტრო (ბეტისი).

ასისტენტები
17 - მესუთ იოზილი (რეალი); 16 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ანხელ დი მარია (რეალი); 12 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - დანი ალვეში (ბარსელონა); 9 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ხესუს ნავასი (სევილია), ჩაბი ალონსო (რეალი); 8 - რაულ გარსია (ოსასუნა), სერხიო გარსია (ესპანიოლი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), გონსალო კასტრო (მალიორკა).

გოლი+პასი
62 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 56 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 27 - გონსალო იგუაინი (რეალი), ქარიმ ბენზემა (რეალი); 25 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 20 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), ანხელ დი მარია (რეალი).

ზამორას ტროფეი
0,76 (გოლი/მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,83 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,18 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,24 - დუდუ ავატე (მალიორკა); 1,25 - ვილი კაბალიერო (მალაგა); 1.31 - გორკა ირაისოსი (ბილბაო); 1,35 - მიგელ ანხელ მოია (ხეტაფე).

მომდევნო ტური
5 მაისი: სარაგოსა-რასინგი, ბილბაო-ხეტაფე, მალიორკა-ლევანტე, გრანადა-რეალი, სევილია-რაიო ვალეკანო, ბარსელონა-ესპანიოლი, სპორტინგი-ბეტისი, ატლეტიკო-მალაგა, ვალენსია-ვილიარეალი, ოსასუნა-რეალ სოსიედადი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული