მადრიდის "რეალი" და კლუბის ტექნიკური სპონსორი Adidas საფეხბურთო მაისურებს გამოუშვებენ, რომლებიც ესპანეთის ჩემპიონატის 2011/12 წლის სეზონში გამარჯვებისადმი იქნება მიძღვნილი.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ facebook-ში მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
საჩემპიონო მაისურების გაყიდვა "რეალის" საკლუბო მაღაზიებსა და Adidas-ის ოფიციალურ მაღაზიებში 4 მაისს დაიწყება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.