პეპ გვარდიოლა: გულშემატკივრებს და მწვრთნელებს საუკეთესო ფეხბურთელებს ვუტოვებ

AutoSharing Option
ვიდეო
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ესპანიოლთან" (4:0) ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩის შემდეგ მოედნიდან გულშემატკივრებს მიმართა.

მატჩი, რომელშიც "ბლაუგრანამ" 4:0 გაიმარჯვა, გვარდიოლასთვის "ბარსელონას" სათავეში "კამპ ნოუზე" ბოლო ჩატარებული მატჩია. მწვრთნელი თავის თანამდებობას ტოვებს, მომავალი სეზონიდან კი გუნდს სათავეში მისი თანაშემწე ტიტო ვილანოვა ჩაუდგება.

"ცხოვრებამ ეს საჩუქარი მიბოძა და ამ წლების განმავლობაში ამ ფეხბურთელებთან მუშაობით სიამოვნებას ვიღებდი. პრივილეგირებული ადამიანი ვარ და დიდად ვაფასებ იმ სიყვარულს, რომელსაც ამ კლუბში ვგრძნობდი.

ყველას მადლობას ვუხდი. ყოველდღე იმისთვის ვიბრძოდით, რომ "ბარსელონას" შესრულებით ყველას ლამაზი ფეხბურთი
ეხილა. ჩემს შემცვლელს საუკეთესო მოთამაშეებს ვუტოვებ. ყველას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, ყოველთვის თქვენთან ერთად ვიქნები", - თქვა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისეთი შეგრზნება მაქვს ,თიტქოს რაღაც დიდი დაკარგა მსოპლიო ფეხბურთმა..
gaga
10:45 07-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული