ლა ლიგა. XXXVII ტური: პეპ გვარდიოლა და 99 ათასი მადლიერი

AutoSharing Option
ვიდეო
"კამპ ნოუზე" ხოსეპ გვარდიოლა გააცილეს, ლეო მესიმ პოკერი შეასრულა და ფენომენურ რიცხვს - 50 გოლს მიაღწია, "გრანადას" ფეხბურთელმა მსაჯს სახეში ბოთლი ესროლა, "ვალენსიამ" დაიბევა მესამე ადგილი, ხოლო ლა ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა - ასეთია პრიმერადივიზიონის ბოლოსწინა ტურის უმთავრესი შტრიხები. ახლა კი უფრო დაწვრილებით...

GRACIES PEP!
ბარსელონური დერბის წინ "ბლაუგრანას" ფანებმა უზარმაზარი ბანერი გადმოკიდეს, რომელზეც ეწერა: "ჩვენ შენ გვიყვარხარ, პეპ". ტრიბუნებზე მრავლად იყო ტრანსფარანტები: "მადლობა, პეპ", "დაგვიბრუნდი, პეპ" და სხვა - 41 წლის გვარდიოლა "კამპ ნოუს" და "ბარსას" ერთგულ ფანებს
ემშვიდობებოდა. (იხილეთ ვიდეო)

მას მერე, რაც ლეო მესიმ "ესპანიოლის" კარში პოკერი შეასრულა (რისთვისაც ორი პენალტი დასჭირდა) და ლა ლიგაში გოლების რიცხვი 50-ამდე აიყვანა, გვარდიოლას გაცილება მოუწყვეს.

აი, რა თქვა ოთხ სეზონში უამრავი ტიტულის მომგებმა მწვრთნელმა:

"მადლობა თქვენ. ცხოვრებამ დიდი საჩუქარი გამიკეთა, როცა თქვენთან და ამ ფეხბურთელებთან ურთიერთობა შემაძლებინა. ეს დიდი პრივილეგიაა. ვიმედოვნებ, რომ თქვენ კარგი დრო გაატარეთ ეს ოთხი სეზონი. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს სიახლოვეს. თქვენ ნამდვილად არ იცით, რა იღბლიანი ვარ. ძალიან, ძალიან დამაკლდებით, მაგრამ წყნარად ვარ, გუნდი ძალიან საიმედო ადამიანის ხელში იქნება. მე ახლა ვტოვებ ჩემს სკამს და მივდივარ, მაგრამ თქვენ რჩებით და დიდი დროება გელით".

ბოთლი სახეში
უკვე გაჩემპიონებული "რეალი" ანდალუსიას ეწვია და "გრანადას" 2:1 მოუგო. ამის წყალობით, "სამეფო კლუბს" შეუძლია 100 ქულით დაასრულოს ჩემპიონატი. ამისთვის ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ბოლო ტურშიც უნდა მოიგონ.

საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა მოვლენები ამ თამაშში, მაგრამ, მოდი, ბოლოდან დავიწყოთ - 25 წლის ბალეარელი დანი ბენიტესი აქამდე იმით იყო ცნობილი, რომ "უდინეზეს" საკუთრებაა და "გრანადაში" იჯარით თამაშობს; ახლა ბევრი მას სხვა კუთხით გაიცნობს - რეფერმა კლოს გომესმა საფინალოდ ჩასტვინა თუ არა, ბენიტესმა მას სახეში ბოთლი ესროლა. "გრანადას" ფეხბურთელები, მსაჯობით უკმაყოფილოები, ბრიგადას დაესიენ. უკადრებელი მხოლოდ ბენიტესმა არ იკადრა, მაგრამ ეს მეტისმეტი იყო.

მოურინიომ ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობის ნაზავი წარადგინა. ამან და უმოტივაციობამ კი დაღი დაასვა "სამეფო კლუბის" თამაშს. ყველაფერს კი სწრაფი გოლი დაერთო - ხარამ ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი გამოუცდელ ადანს, რომელიც ამ სეზონში პირველად იდგა "რეალის" კარში.

თამაშის მიმდინარეობა მხოლოდ მე-2 ტაიმში შეიცვალა, როცა აბელ რესინოს გუნდმა ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა, ხოლო მოურინიომ 1-2 საჭირო ცვლილება განახორციელა. მატჩის მიწურულს კი "რეალის" უპირატესობამ შედეგიც გამოიღო: გუნდი გავარდნის საფრთხის წინაშე ორმა ფეხბურთელმა დააყენა - ჯერ გამოცდილმა მოისეს ურტადომ კრიშტიანო რონალდო სუმოს ილეთით წააქცია საჯარიმოში - პორტუგალიელმა პენალტის ნიშნულიდან სეზონში 45-ე გოლი გაიტანა, ბოლოს კი უწყინარ სიტუაციაში დავიდ კორტესმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

თამაშის ბოლოს მოისესი და ბრაზილიელი სიკეირა გააძევეს. მოკლედ, ბოლო ტურის წინ "გრანადა" შარშია, თანაც, სტუმრად უშუალო კონკურენტ "რეალ სოსიედადს" ეთამაშება.

ტურის ამბების აკიდო
პელეგრინო ვალენსიაში
ესპანური მედია ირწმუნება, რომ "ვალენსიაში" უნაი ემერის მაურისიო პელეგრინო შეცლის. თითქოს "ღამურების" ხელმძღვანელობას უკვე გაფორმებულიც აქვს კონტრაქტი 40 წლის არგენტინელთან, რომელიც 1999-იდან 2005 წლამდე "ვალენსიაში" თამაშობდა.

პელეგრინომ ფეხბურთს თავი 2006 წელს დაანება და მაშინვე მწვრთნელობა დაიწყო "ვალენსიას" კადეტთა გუნდში. შემდეგ პელეგრინო რაფა ბენიტესის ასისტენტი იყო "ლივერპულში" და მას "ინტერშიც" გაჰყვა. უნაი ემერი კი, შეგახსენებთ, მომავალი სეზონიდან, ალბათ, მოსკოვის "სპარტაკს" გაწვრთნის.

რონალდო - 300
კრიშტიანო რონალდომ "გრანადასთან" მატჩში კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა. ეს მატჩი სხვა მხრივაც საიუბილეო იყო პორტუგალიელისთვის - ის მე-100 მატჩს ატარებდა ლა ლიგაში. ერთი ეგ არის, რონალდომ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ახლა მესის 5-ით ჩამორჩება. "პიჩიჩისთვის" ბრძოლა აშკარად წაგებულია.

როსელი: როცა სურს და როგორც სურს
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ ხოსეპ გვარდიოლასთვის კლუბის კარი ყოველთვის ღიაა - მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაბრუნება, თანაც, შეუძლია აირჩიოს, რა ამპლუაში.

ამასობაში ყოფილმა პრეზიდენტმა ლაპორტამ განაცხადა, რომ როსელი და კომპანია სათანადოდ ვერ მოუფრთხილდა პეპს და მწვრთნელმაც ამიტომ დატოვა გუნდი. ლაპორტა არ გამორიცხავს, რომ კიდევ იბრძოლებს "ბარსელონას" პრეზიდენტობისთვის.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXVII ტური
ბილბაო-ხეტაფე 0:0
ბილბაო (4-2-3-1): რ. ფერნანდესი - რამალიო (46. ირაოლა), ეკიზა, სან ხოსე, აურტენეჩე (46. იტურასპე) - ანდერი, ი. პერესი - დ. ლოპესი (46. სუსაეტა), ი. გომესი, გაბილონდო - ტოკერო.
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - აროიო, კატა დიასი, ა. პერესი, მ. ტორესი - ხ. როდრიგესი, კასკერო (89. ლასენი) - სარაბია (77. უგო), ბარადა, გავილანი (50. პედრო ლეონი) - მიკუ.
გაფრთხილება: ეკიზა - კასკერო, როდრიგესი, დიასი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 16-11 (1-1); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 32 000

ატლეტიკო-მალაგა 2:1
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი (57.კოკე), ტიაგო - სალვიო (91. დომინგესი), დიეგო (74. არდა თურანი), ადრიან ლოპესი - ფალკაო.
მალაგა (4-2-3-1): კამენი - ს. სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ნაჩო კამაჩო, კასორლა - ხოაკინი (69. სება ფერნანდესი), ისკო, ელიზეუ (80. დუდა) - რონდონი (70. ვან ნისტელროი).
გოლები: 0:1 ელიზეუ (37), 1:1 კოკე (69), 2:1 ადრიან ლოპესი (79)
გაფრთხილება: სუარესი, დიეგო, ტიაგო, თურანიკოკე, სალვიო - ველიგტონი, სანჩესი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 21-12; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 9-13 (2-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 25 000

ბარსელონა-ესპანიოლი 4:0 (იხილეთ ვიდეო)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - მონტოია, მასკერანო, პუიოლი, ადრიანო (77. ტელიო) - ტ. ალკანტარა, ბუსკეტსი, კეიტა (65. ფაბრეგასი) - პედრო, მესი, ინიესტა (78. ჩავი).
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ფორლინი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ვ. სანჩესი, ბაენა - ხ. ლოპესი (59. კ. გომესი), ვერდიუ (79. რუი ფონტე), ვეისი - ა. ვასკესი (65. კოუტინიო).
გოლები: 1:0 მესი (12), 2:0 მესი (63-პენ), 3:0 მესი (74), 4:0 მესი (79-პენ)
გაფრთხილება: ბუსკეტსი, მონტოია, ტელიო, პუიოლი - ფორლინი, სანჩესი, ალვარესი, ვასკესი, გომესი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 13-22; თამაშგარე: 5-7; კარში დარტყმა: 14-10 (6-3); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 98 772

სპორტინგი-ბეტისი 2:1
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - დ. სუარესი, მოისესი, გრეგორი, აიოსე - ლორა, გალვესი - მენდი (65. ბილიჩი), ტრეხო, კოლუნგა (57. ნაჩო კასესი) - სანგოი (71. რივერა).
ბეტისი (4-4-2): კასტო - ჩიკა, პაულაუ, ამაია, ნაჩო - ნონო (73. ს. როდრიგესი), მატილია (61. ხ. პერეირა), სევილია, რ. კასტრო - პოსუელო, მოლინა (61. მონტერო).
გოლები: 1:0 სანგოი (12-პენ), 1:1 მოლინა (45), 2:1 სანგოი (54)
გაფრთხილება: აიოსე, კასესი - ამაია, პაულაუ, ნონო
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 9-4; კარში დარტყმა: 12-15 (3-8); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 15 150

გრანადა-რეალი 1:2 (იხილეთ ვიდეო)
გრანადა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - კორტესი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა - მოისესი, მ. რიკო - ხარა, კ. მარტინში (73. აბელი), ბენიტესი (89. ხაიმე) - იგჰალო (85. ხეიხო).
რეალი (4-2-3-1): ადანი - ალბიოლი, ვარანი, რ. კარვალიო, მარსელო - გრანერო, შაჰინი (46. ჩაბი ალონსო) - დი მარია (58. კალეხონი), კაკა (46. იგუაინი), რონალდო - ბენზემა.
გოლები: 1:0 ხარა (4), 1:1 რონალდო (80-პენ), 1:2 კორტესი (92 ს.კ.)
გაფრთხილება: ხარა, მოისესი, კორტესი, გომესი - ალბიოლი, იგუაინი, ალონსო, მარსელო
გაძევება: მოისესი (95), სიკეირა (95)
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 7-5; კარში დარტყმა: 12-14 (5-3); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 22 000

მალიორკა-ლევანტე 1:0
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ნსუე (80. სენდროსი), ჩიკო, კრესპი, პ. კასერესი - პინა, მარტი - მ. პერეირა, ალფარო (46. ჰემედი), გ. კასტრო - ვიქტორი (86. პაბლო მარი).
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი (90. სერანო), დ. ნავარო, პ. ლოპესი (71. რ. სუარესი) - ხ. ტორესი, იბორა (77. ხუანლუ) - ვალდო, ბარკერო, ბოტელიო - ღეზალი.
გოლი: 1:0 პინა (54)
გაფრთხილება: პერეირა - იბორა, მუნუა, ლოპესი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 13-5; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 10-7 (3-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 19 000

ოსასუნა-სოსიედადი 1:0
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, ლოლო (41. რუბენი), ფლანიო, სატრუსტეგი - პუნიალი, ნეკუნამი - სეხუდო (82. სეხუდო), რ. გარსია, იბრაჰიმა - ნინო (76. ლამა).
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა (76. ხ. ლორენტე), ანსოტეგი, დემიდოვი, დე ლა ბელა - ელუსტონდო (65. აგირეჩე), არანბურუ - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა, ველა - იფრანი (62. გრიზმანი).
გოლი: 1:0 იბრაჰიმა (13)
გაფრთხილება: გარსია, ბერტრანი, ფლანიო, პუნიალი, სატრუსტეგი - ელუსტონდო
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 24-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18-13 (10-3); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 21 000

სევილია-ვალეკანო 5:2
სევილია (4-2-3-1): პალოპი - კოკე, კალა, ფასიო, ფ. ნავარო - დეივიდი (82. გუარენტე), რაკიტიჩი (65. კანუტე) - ხესუს ნავასი, ტროხოვსკი, დელ მორალი (55. რეიესი) - ბ. დიავარა.
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო - არიბასი, ლაბაკა, პულიდო, ტიტო - ტრაშორასი, მოვილია (54.მიჩელი) - პიტი (68. ტამუდო), მიჩუ, დელიბაშიჩი (63. ლ. ბანგურა) - დ. კოშტა.
გოლები: 1:0 დ. დიავარა (30), 1:1 დ. კოშტა (37-პენ), 2:1 კალა (43), 3:1 ბ. დიავარა (47), 4:1 რეიესი (65), 4:2 დ. კოშტა (77), 5:2 კანუტე (81)
გაფრთხილება: კალა, კანუტე, გუარენტე - პულიდო, დელიბაშიჩი, კოშტა, კობენიო, ტრაშორასი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 15-13 (8-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 28 000

ვალენსია-ვილიარეალი 1:0
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი, რამი, რ. კოშტა, ალბა - ალბელდა (61. მადურო), ტინო კოსტა (81. მ. თოპალი) - პ. ერნანდესი, ჟონასი, პიატი (61. ფეგული) - ადურისი.
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - მარიო, გონსალო, საპატა, ხ. კოსტა - მუსაჩიო, ბრუნო - ვაკასო (71. დე გუზმანი), ბ. ვალერო, ე. პერესი (84. კამუნიასი) - მ. რუბენი (90. მარტინუჩო).
გოლი: 1:0 ჟონასი (92)
გაფრთხილება: ბარაგანი, რამი, კოშტა, ჟონასი, კოსტა - გონსალო, ბ. ვალერო, დე გუზმანი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17-9 (7-3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 48 000

სარაგოსა-რასინგი 2:1
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - პ. ალვარესი, და სილვა, პარედესი, აბრაამი - პინტერი, რუბენ მიკაელი (59. დუიმოვიჩი) - ე. ორიოლი (65. ლუის გარსია), აპონიო (86. ობრადოვიჩი), ლაფიტა - პოშტიგა.
რასინგი (4-2-3-1): მარიო - ფრანსისი, ალვარო, ბერნარდო სუნიგა, კრისტიანი - გულონი (58. ადრიანი), რივერო -ბედია (77. ხ. ლუკე), დიოპი, სამპერიო - აკოსტა (65. ისუარდი).
გოლები: 0:1 კრისტიანი (11), 1:1 პოშტიგა (13), 2:1 ლაფიტა (79)
გაფრთხილება: ლანძარო (სკამზე), პინტერი, ლაფიტა - რივერო, ალვარო, ფერნანდესი, გულონი, ლუკე, დიოპი
კუთხური: 12-1; ჯარიმა: 17-21; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 29-2 (8-2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 28 000

სატურნიო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 37 31 4 2 117-31 97
2. ბარსელონა 37 28 6 3 112-27 90
3. ვალენსია 37 17 10 10 59-43 61
4. მალაგა 37 16 7 14 53-53 55
5. ატლეტიკო 37 14 11 12 52-46 53
6. მალიორკა 37 14 10 13 41-42 52
7. ლევანტე 37 15 7 15 51-50 52
8. ოსასუნა 37 12 15 10 40-59 51
9. ბილბაო 37 12 13 12 49-49 49
10. სევილია 37 13 10 14 47-46 49
11. ხეტაფე 37 12 11 14 40-49 47
12. ბეტისი 37 13 7 17 45-54 46
13. ესპანიოლი 37 12 9 16 45-55 45
14. სოსიედადი 37 11 11 15 45-52 44
15. გრანადა 37 12 6 19 35-55 42
16. ვილიარეალი 37 9 14 14 39-52 41
17. ვალეკანო 37 12 4 21 52-73 40
18. სარაგოსა 37 11 7 19 34-61 40
19. სპორტინგი 37 10 7 20 42-68 37
20. რასინგი 37 4 15 18 26-59 27

ბომბარდირები
50 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 45 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 22 - გონსალო იგუაინი (რეალი); 20 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 16 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 15 - არუნა კონე (ლევანტე), მიჩუ (რაიო ვალეკანო).

ბოლო ტური
13 მაისი: ბეტისი-ბარსელონა, ესპანიოლი-სევილია, ხეტაფე-სარაგოსა, ლევანტე-ბილბაო, მალაგა-სპორტინგი, რაიო ვალეკანო-გრანადა, რეალი-მალიორკა, რეალ სოსიედადი-ვალენსია, რასინგი-ოსასუნა, ვილიარეალი-ატლეტიკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გრანადა რაიო ვალეკანოს ეთამაშება და არა რეალ სოსიედადს!
0

სიახლეები პოპულარული