"ვალენსიას" თავდამსხმელი რობერტო სოლდადო წინააღმდეგი არაა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს.
"რა თქმა უნდა, მსიამოვნებს, როცა ჩემით ისეთი კლუბი ინტერესდება, როგორიც პსჟ-ეა. მით უმეტეს, რომ პარიზული გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.
თუ კლუბებმა მოილაპარაკეს, მაშინ პსჟ-ში გადავალ", - თქვა სოლდადომ. მომზადებულია TF1-ის მიხედვით