ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონას" პრეზიდენტი?

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის მამამ, ვალენტი გვარდიოლამ აღიარა, რომ ბოლო დროს შვილს დაღლილობას ამჩნევდა.

"ვამჩნევდით, რომ პეპი გადაიღალა. ის დღეში 24 საათი ფეხბურთზე, თამაშსა და გულშემატკივრებზე ფიქრობდა.

გახდება თუ არა პეპი მომავალში "ბარსელონას" პრეზიდენტი? არ მგონია, მაგრამ თავად რას ფიქრობს ამაზე, ნამდვილად არ ვიცი", - თქვა გვარდიოლას მამამ.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იქნება, რომელიც აქამდე გვარდიოლას ასისტენტად მუშაობდა.

მომზადებულია Catalunya-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული