კაკა მადრიდის "რეალიდან" წასვლას არ აპირებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კაკამ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელს პსჟ-ში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

"რეალთან" ჩემი კონტრაქტი მხოლოდ სამი წლის შემდეგ სრულდება. მინდა, მადრიდში დავრჩე და გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო. ესპანეთის ჩემპიონატის მოგება მხოლოდ პირველი საფეხურია. რა თქმა უნდა, არცთუ ხშირად ვთამაშობდი; მეორე მხრივ, ეს მდგომარეობა მხოლოდ მოტივაციას მიმატებს", - განაცხადა კაკამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული