მწვრთნელის აგენტი შეუთანხმდა "სპარტაკს" - ემერი ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს - ამას მადრიდული გაზეთი "დიარიო ასი" იუწყება.
უნაი ემერის ხელფასი დაახლოებით ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე ის "ვალენსიაში" იღებს. შეგახსენებთ, რომ ის "ღამურებს" 2008 წლიდან თავკაცობს. 37 ტურის შემდეგ "ვალენსია" მესამე ადგილზეა. გუნდმა უკვე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის საგზური.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"