ჯანო ანანიძის მწვრთნელი უნაი ემერია

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკი" უკვე შეუთანხმდა 40 წლის ესპანელ სპეციალისტ უნაი ემერის. მომავალ სეზონში რუსულ კლუბს სწორედ "ღამურების" დამრიგებელი გაწვრთნის.

მწვრთნელის აგენტი შეუთანხმდა "სპარტაკს" - ემერი ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს - ამას მადრიდული გაზეთი "დიარიო ასი" იუწყება.

უნაი ემერის ხელფასი დაახლოებით ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე ის "ვალენსიაში" იღებს. შეგახსენებთ, რომ ის "ღამურებს" 2008 წლიდან თავკაცობს. 37 ტურის შემდეგ "ვალენსია" მესამე ადგილზეა. გუნდმა უკვე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის საგზური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული