ჟოზე მოურინიომ ლუკაშ პიჟჩეკი დაინახა!

AutoSharing Option
შარშან მადრიდის "რეალმა" დორტმუნდის "ბორუსიას" ნური შაჰინი წაართვა, ახლა კი "სამეფო გუნდის" თავკაცი ჟოზე მოურინიო კიდევ ერთ გერმანიის ჩემპიონს უმიზნებს: ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, "რეალმა" თვალი დორტმუნდის პოლონელ მარჯვენა მცველს, ლუკაშ პიჟჩეკს დაადგა.

26 წლის ფეხბურთელს დორტმუნდელებთან კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი დაახლოებით 10 მილიონი ევროა - ესპანური მედიის ცნობით, მადრიდელები დორტმუნდელებს სწორედ ამდენს შესთავაზებენ.

პოპულარული ესპანური სპორტული გაზეთები "მარკა" და "ასი" წერენ, რომ პიჟჩეკი მოურინიოს სქემასა და კონცეფციას იდეალურად ესადაგება და რომ პოლონელი ნური შაჰინის ბედს, სავ
არაუდოდ, არ გაიზიარებს და "რეალში" მუდმივად სათადარიგოთა სკამის ხეხვა არ მოუწევს - ჟოზეს სწრაფი და ათლეტური ლუკაში, რომელსაც მთელი ფლანგის გაკონტროლება შეუძლია, ძირითადი შემადგენლობისთვის სჭირდება!

აღსანიშნავია, რომ "რეალს" სწორედ დაცვის მარჯვენა ფლანგზე უჭირს. მოურინიო სერხიო რამოსის ადგილს დაცვის ცენტრში ხედავს და იდეაში არბელოაც ცენტრალური მცველია, კარვალიო კი მადრიდულ გრანდს, სავარაუდოდ, დატოვებს. შესაბამისად, "რეალში" გადასვლის შემთხვევაში პიჟჩეკს შესანიშნავი შანსი უჩნდება, მოურინიოს გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრი გახდეს.

"ასის" ცნობით, მადრიდელები დორტმუნდელებს ოფიციალური წინადადებით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიმართავენ, რადგან კონტინენტის პირველობაზე პოლონელ ფეხბურთელს კარგად დააკვირდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ.

ესპანური მედიის ცნობით, "რეალს" აინტერესებს, როგორ ითამაშებს პიჟჩეკი ისეთ საპასუხისმგებლო ტურნირზე, როგორიც ევრო 2012-ია. ფაქტია ისიც, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაშის შემთხვევაში პიჟჩეკის ფასიც გაიზრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული