კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის საუკეთესო ლეგიონერი სპორტსმენი გახდა
AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო უცხოეთში მოასპარეზე საუკეთესო პორტუგალიელ სპორტსმენად დაასახელეს. ამ ჯილდოს პორტუგალიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია გადასცემს.
"ამ ჯილდოს მოპოვება ძალიან სასიამოვნოა, მას ხომ ჩემი ქვეყნის ჟურნალისტები გადასცემენ.
განსაკუთრებით კარგია, რომ ის იმ დროს მერგო, როდესაც მადრიდის "რეალთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონატი მოვიგე, რაც ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო", - თქვა რონალდომ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.