რაულმა ბავშვობის კლუბი გაკოტრებისგან იხსნა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სან კრისტობალ ლოს ანხელესის" პრეზიდენტმა პედრო ინიესტამ განაცხადა, რომ გუნდი ფინანსური კრახისგან 4 ათასმა ევრომ იხსნა, რომელიც ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ, რაულ გონსალეს ბლანკომ გადარიცხა.

საქმე ისაა, რომ რაულმა სამი წელიწადი გაატარა ბავშვობისას ამ გუნდში, სანამ 1990 წელს "ატლეტიკოს" ახალგაზრდულ გუნდში გადავიდოდა.

როცა "სან კრისტობალმა" გამოაცხადა, რომ 4 ათასი ევროს შეგროვება იყო საჭირო, რომ კლუბი არ გაუქმებულიყო, რაული გამოეხმაურა განცხადებას და თანხაც გამოყო.

კლუბი მადრიდის სამხრეთის ანალოგიური დასახლების წარმომადგენელია.

"აქ რაულს აღმერთებენ, მან გადაგვარჩინა, თუმცა მინდა კიდევ ერთი რამ
ვთხოვო, ერთხელ მოვიდეს ჩვენთან, ეს იქნება უდიდესი სტიმული ბიჭებისთვის", - განაცხადა ინიესტამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული