იკერ კასილიასი: მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალმა" საკუთარ თავსაც კი აჯობა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარე იკერ კასილიასი დარწმუნებულია, რომ მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დამარცხება გუნდს მხოლოდ განამტკიცებს.

"ეს ნამდვილი სირცხვილი იყო, მაგრამ არა უშავს, გაკვეთილი მივიღეთ და უფრო ძლიერები გავხდით. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ფინალში გავალთ.

სიმართლე გითხრათ, მიმდინარე სეზონში საკუთარ თავსაც კი გადავაჭარბეთ. ჩემპიონატის მეორე ნახევარში პრიმერადივიზიონში ერთი მატჩიც კი არ წაგვიგია.

ახლა ვეცდებით, უფრო უკეთ გამოვიდეთ.

რა თქმა უნდა, იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ახალგაზრდა და ამბიციური გუნდი გვყავს, რომელიც ყოველთვის დიდი მიზნებისკენ ისწრაფვის", - განაცხადა კასილიასმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული