შეგახსენებთ, რომ საკლუბო დონეზე 35 წლის ჰოლანდიელმა სულ 449 მატჩი ჩაატარა და 249 გოლი გაიტანა. თავისი ქვეყნის ნაკრებში ფორვარდმა 70 შეხვედრა ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.
"მალაგასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაში თამაშზე ვოცნებობდი, მაგრამ მივხვდი რომ წასვლის დრო მოვიდა. 13 მაისის თამაში ჩემს კარიერაში ბოლო იყო. ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარს მივაღწიე. ფეხბურთთან გამოსათხოვრად უფრო შესაფერისი დრო არ მექნება. ბედნიერი მივდივარ. მხარდაჭერისთვის "მალაგასთან" დაკავშირებულ თითოეულ ადამიანს
ასევე მადლობას ვუხდი "დენ ბოსხის", "ჰერენვენის", პსვ-ს, "მანჩესტერ იუნაიტედის", "რეალის", "ჰამბურგის" და ჰოლანდიის ნაკრების გულშემატკივრებს", - განაცხადა ნისტელროიმ.