ლა ლიგა. ბოლო ტურის შეჯამება: დრამა და ცრემლები ელ მადრიგალზე

AutoSharing Option
მაშ ასე, რიგით 81-ე ლა ლიგა ისტორიის კუთვნილებაა - 32-ედ ჩემპიონობა მადრიდის "რეალმა" იზეიმა.

ელიტას "ვილიარეალი", "სპორტინგი" და "რასინგი" ტოვებენ. ჩემპიონატის ბომბარდირი ისეთივე ფენომენური მიღწევით, როგორიც თავადაა, ლიონელ მესი გახდა - 50 გოლი გაიტანა.

მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ: "რეალი", "ბარსელონა" და "ვალენსია"; ლიგის პლეი ოფში ჩაერთვება "მალაგა"; მადრიდის "ატლეტიკო" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეა; თუკი ესპანეთის თასის ფინალს მოიგებს, "ბილბაოც" ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, არადა, მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა; "ლევანტე" მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება, მაგრამ თუ თასს "ბილბაო" აიღებს, მაშინ
პლეი ოფიდან ითამაშებს.

ადიოს სუბმარინო!
ბოლო ტურში ნამდვილი დრამა გათამაშდა "ელ მადრიგალზე", სადაც "ვილიარეალის" მფლობელ როიგთა მთელი ოჯახი ტიროდა - "წყალქვეშა ყვითელი ნავის" საოცარი, 12-წლიანი ოდისეა ელიტაში დასრულდა - ამ გუნდმა ბევრით დაგვამახსოვრა თავი ამ 12 სეზონის განმავლობაში. ხშირად მოწინავეთა შორის იყო და ევროსარბიელზეც გამოიჩინა თავი, მაგრამ ზღაპარი მაინც დასრულდა - "ვილიარეალს" მწარე რეალობა ელის - სეგუნდა დივიზიონი.

სხვათა შორის, სეგუნდაში "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდი თამაშობს და გასავარდნად საქმე არც აქვს - თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს - "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდს დააქვეითებენ, რადგან ერთ ლიგაში ერთი კლუბის ორი გუნდი ვერ ითამაშებს. ასე რომ, ერთმა დრამამ ერთბაშად ორი გუნდი გააგდო.

ბარსა-რეალობა
"ეს გუნდი უკვე არის ლეგენდის ნაწილი", - განაცხადა "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა და მადრიდში "სამეფო კლუბის" ფანების საყოველთაო ზეიმი დაიწყო. ზეიმის ბოლოს პერესმა გუნდი მთელი შემადგენლობით, მწვრთნელთა ჯგუფით საზეიმო ლანჩზე მიიწვია რესტორან "პუერტა 57-ში".

32-ე ტიტულმა კი ეს გზა მოიარა: მადრიდის ქუჩები, ქალაქის რეზიდენცია, სიტი ჰოლი, ლა ალმუდენას კათედრალი. რესტორანი "პუერტა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მდებარეობს. მოკლედ, "რეალმა" გულიანად მოილხინა.

ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს შემართებით ელაპარაკა - პორტუგალიელი სულ მე-10 ევროთასს ახსენებდა. მოკლედ, განსაკუთრებულის პირველი სამიზნე მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება.

"ბარსელონამ" ომი წააგო, თუმცა მისი ფეხბურთელები ინდივიდუალური პრიზებით დაკმაყოფილდნენ - ლეო მესიმ "პიჩიჩისთვის" ბრძოლა მოუგო კრიშტიანო რონალდოს და 50 გოლით ევროპის "ოქროს ბუცსაც" შესწვდა.

ვიქტორ ვალდესმა ზამორას ტროფეი მოიგო, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერის კუთვნილებაა.

ხოსეპ გვარდიოლამ კი სეზონი კმაყოფილებით შეაფასა. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარო, განაცხადა პეპმა, რომელიც ერთხელ კიდევ გაუძღვება "ბარსას" და წავა.

მესი VS რონი
ჩვენი "ტურნირის" გამარჯვებული: ლიონელ მესი

ლიონელ მესიმ "ბეტისთან" 2:2 დასრულებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა. მან კარისკენ 3-ჯერ დაარტყა. მესის წინააღმდეგ სამჯერ იუხეშეს, ერთხელ თავად დაჯარიმდა.

კრიშტიანო რონალდომ "მალიორკასთან" 4:1 დასრულებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა. მან კარისკენ 9-ჯერ დაარტყა, 3-ჯერ ზუსტად, გოლი გაიტანა. რონალდოს 3-ჯერ ეუხეშნენ, თავად ერთხელ დაარღვია თამაშის წესი.

ეს ბოლო რაუნდი რონალდომ მოიგო, მაგრამ "ტურნირი" მაინც მესის დარჩა - 23:22.

ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com. 4-4-2

ხუან პაბლო (სპორტინგი, 2) - პაბლო ალვარესი (რაიო ვალეკანო, 1), სერხიო ბალესტეროსი (ლევანტე, 7), პეპე (რეალი, 2), მარსელო (რეალი, 4) - სეიდუ კეიტა (ბარსელონა, 3), რაულ გარსია (ოსასუნა, 7), ივან რაკიტიჩი (სევილია, 1), მესუთ იოზილი (რეალი, 7) - რაულ ტამუდო (რაიო ვალეკანო, 1), აბდელკადერ ღეზალი (ლევანტე,1).

არც მესი და არც რონალდო სიმბოლურში არ მოხვდნენ. სამაგიეროდ, ბოლო ტურში ერთბაშად 4 დებიუტანტია.

მე-7-ედ მოხვდნენ სიმბოლურში მესუთ იოზილი, რაულ გარსია და "ლევანტეს" კაპიტანი სერხიო ბალესტეროსი.

ტურის გმირი
ხოსე რონდონი (მალაგა)

ვენესუელელი ფორვარდის ერთადერთმა გოლმა მანუელ პელეგრინის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოაპოვებინა დამსახურებულად. "მარკამ" დაწერა, რომ ეს გოლი მილიონების ტოლფასია და გაზეთი მართალია პირდაპირი მნიშვნელობითაც კი. ლიგაზე თამაში ანდალუსიურ კლუბს მილიონებს მოუტანს.

ჩემპიონთა ფრაზები
ფლორენტინო პერესი: "ეს გუნდი უკვე ლეგენდის ნაწილად იქცა", - კლუბის პრეზიდენტი.
ჟოზე მოურინიო: "ჩვენ მალევე უნდა დავიწყოთ შრომა, რადგან "რეალი" ისეთი კლუბია, რომელიც დიდხანს მშვიდად ყოფნას ვერ იტანს", - "რეალის" თავკაცი.
ჟოზე მოურინიო: "რეალს" სურს, მოიპოვოს ევროპის მე-10 თასი".
იკერ კასილიასი: "ეს ტიტული ეკუთვნის ყველა გულშემატკივარს, ქალაქ მადრიდს", - გუნდის კაპიტანი.
კრიშტიანო რონალდო: "ჩვენ ახალგაზრდები ვართ და შეგვიძლია, კიდევ ბევრჯერ გავახაროთ ფანები", - გუნდის ბომბარდირი.
გონსალო იგუაინი: "ლიგის ტიტული ძალიან ძნელი მოსაპოვებელი იყო, ამიტომაც ორმაგად სასიხარულოა", - გუნდის ფორვარდი.
მარსელო: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაახარებს ჩვენს გულშემატკივრებს", - გუნდის მცველი.

ტურის ფრაზა:
"მე ფეხბურთზე ვარ შეყვარებული და არა საფეხბურთო სამყაროსა და აქაურ ატმოსფეროზე" - ჟოზე მოურინიო.

ტურის სტატისტიკა
26 გოლი ტურში (2,6 მატჩში). 5 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 3 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 43 ყვითელი და 6 წითელი ბარათი დაარიგეს.

დუბლი: რუბენ კასტრო (ბეტისი), მესუთ იოზილი (რეალი), აბდელკადერ ღეზალი (ლევანტე)
რაულ გარსიამ (ოსასუნა) ვერ გაიტანა პენალტი
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ფრანსისკო ალკასერი (ვალენსია, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 80 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 27 - ოსასუნა
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 13 - ოსასუნა
ყველაზე მეტი ჯარიმა: 24 - სპორტინგი
ყველაზე მეტი კუთხური: 14 - ვალენსია
ყველაზე მეტი თამაშგარე: 8 - სარაგოსა
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 68% - სარაგოსა

ბოლო ტური

სოსიედადი-ვალენსია 1:0
საუკეთესო: ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი)

ბეტისი-ბარსელონა 2:2
საუკეთესო: რუბენ კასტრო (ბეტისი)

ესპანიოლი-სევილია 1:1
საუკეთესო: ივან რაკიტიჩი (სევილია)

ხეტაფე-სარაგოსა 0:2
საუკეთესო: აპონიო (მალაგა)

ლევანტე-ბილბაო 3:0
საუკეთესო: აბდელკადერ ღეზალი (ლევანტე)

მალაგა-სპორტინგი 1:0
საუკეთესო: ხოსე რონდონი (მალაგა)

ვალეკანო-გრანადა 1:0
საუკეთესო: რაულ ტამუდო (რაიო ვალეკანო)

რეალი-მალიორკა 4:1
საუკეთესო: მესუთ იოზილი (რეალი)

რასინგი-ოსასუნა 2:4
საუკეთესო: რაულ გარსია (ოსასუნა)

ვილიარეალი-ატლეტიკო 0:1
საუკეთესო: რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 38 32 4 2 121-32 100
2. ბარსელონა 38 28 7 3 114-29 91
3. ვალენსია 38 17 10 11 59-44 61
4. მალაგა 38 17 7 14 54-53 58
5. ატლეტიკო 38 15 11 12 53-46 56
6. ლევანტე 38 16 7 15 54-50 55
7. ოსასუნა 38 13 15 10 44-61 54
8. მალიორკა 38 14 10 14 42-46 52
9. სევილია 38 13 11 14 48-47 50
10. ბილბაო 38 12 13 13 49-52 49
11. ხეტაფე 38 12 11 15 40-51 47
12. სოსიედადი 38 12 11 15 46-52 47
13. ბეტისი 38 13 8 17 47-56 47
14. ესპანიოლი 38 12 10 16 46-56 46
15. ვალეკანო 38 13 4 21 53-73 43
16. სარაგოსა 38 12 7 19 36-61 43
17. გრანადა 38 12 6 20 35-56 42
18. ვილიარეალი 38 9 14 15 39-53 41
19. სპორტინგი 38 10 7 21 42-69 37
20. რასინგი 38 4 15 19 28-63 27

ბომბარდირები
50 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 46 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 24 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 22 - გონსალო იგუაინი (რეალი); 21 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 16 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), რუბენ კასტრო (ბეტისი); 15 - მიჩუ (რაიო ვალეკანო), არუნა კონე (ლევანტე); 14 - ალვარო ნეგრედო (სევილია).

ასისტენტები
17 - მესუთ იოზილი (რეალი); 16 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ანხელ დი მარია (რეალი); 12 - ხესუს ნავასი (სევილია), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - დანი ალვეში (ბარსელონა); 9 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), გონსალო კასტრო (მალიორკა), ჩაბი ალონსო (რეალი); 8 - რაულ გარსია (ოსასუნა), ხოსე ბარკერო (ლევანტე), სერხიო გარსია (ესპანიოლი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა).

გოლი+პასი
66 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 58 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 29 - გონსალო იგუაინი (რეალი); 28 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 27 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 21 - რუბენ კასტრო (ბეტისი), მესუთ იოზილი (რეალი); 20 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), ანხელ დი მარია (რეალი).

ზამორას ტროფეი
0,8 (გოლი/მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,84 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,14 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,28 - დუდუ ავატე (მალიორკა); 1,33 - მიგელ ანხელ მოია (ხეტაფე); 1,35 - გუსტავო მუნუა (ლევანტე); 1,38 - კლაუდიო ბრავო (რეალ სოსიედადი); 1,39 - დიეგო ლოპესი (ვილიარეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული