ჟოან ლაპორტა: ტიტო ვილანოვას დანიშვნა პანიკით გამოწვეული გადაწყვეტილებაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექსპრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გუნდის მთავარ მწვრთნელად ტიტო ვილანოვას დანიშვნა შეაფასა.

ბილბაოს "ატლეტიკთან" ესპანეთის თასის ფინალური მატჩის შემდეგ ვილანოვა "ბლაუგრანას" თავკაც პეპ გვარდიოლას შეცვლის.

"ვილანოვას გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა პანიკით არის გამოწვეული. ეს ნიშანდობლივია თუ გავითვალისწინებთ, რომ ამჟამინდელ ხელმძღვანელობას გვარდიოლას გუნდში დასარჩენად არაფერი გაუკეთებია.

მათ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ხალხის უარყოფითი რეაქცია აეცილებინათ. ამ ნაბიჯით თამაშის მოდელის შენარჩუნებას გეგმავენ. ისიც ძალიან უცნაურია, რომ ეს გადაყწვეტილება გვარდიოლას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადებისთანავე გახმაურდა", - განაცხადა ლაპორტამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული