პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ პეპემ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.
"რა თქმა უნდა, პრესა პეპეს ხშირად აკრიტიკებს, მაგრამ მე თვითონ არ ვფიქრობ, რომ ის პრესისგან მკაცრ მოპყრობას იმსახურებს. მის ადგილას ბევრი ინგლისში ან იტალიაში გადავიდოდა, მაგრამ პეპე ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ასპარეზობის გაგრძელებას "რეალში" ამჯობინებს.
ის მისთვის არცთუ სასურველი კონტრაქტის პირობებსაც დაეთანხმა. ხალხმა პეპე უნდა აღიაროს და სათანადოდ დააფასოს", - განაცხადა მოურინიომ.