"გალაქტიკოსებმა" ჩემპიონის ტიტული ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვეს. სულ კი ჩემპიონატში 100 ქულა მოაგროვეს.
"თავისთავად ყველა ტიტული ფასეულია, მაგრამ "რეალის" სათავეში მოგებული ტიტული ჩემთვის, სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, ყველაზე რთული იყო.
გამარჯვებას მსოფლიოს ორ უძლიერეს გუნდს შორის ტიტანურ ბრძოლაში მივაღწიეთ. დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, რადგან გვესმოდა, რომ ფრეს შემთხვევაში შეიძლებოდა "ბარსელონას" უკან აღმოვჩენილიყავით", - განაცხადა მოურინიომ.