ჟოზე მოურინიო: მადრიდის "რეალმა" ორ ტიტანს შორის ბრძოლაში გაიმარჯვა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მოგება მისმა გუნდმა დიდი შრომის ფასად მოახერხა.

"გალაქტიკოსებმა" ჩემპიონის ტიტული ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვეს. სულ კი ჩემპიონატში 100 ქულა მოაგროვეს.

"თავისთავად ყველა ტიტული ფასეულია, მაგრამ "რეალის" სათავეში მოგებული ტიტული ჩემთვის, სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, ყველაზე რთული იყო.

გამარჯვებას მსოფლიოს ორ უძლიერეს გუნდს შორის ტიტანურ ბრძოლაში მივაღწიეთ. დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, რადგან გვესმოდა, რომ ფრეს შემთხვევაში შეიძლებოდა "ბარსელონას" უკან აღმოვჩენილიყავით", - განაცხადა მოურინიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული