"ბარსელონა" დიდიე დროგბას მიმართ ინტერესს იჩენს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელ დიდიე დროგბას შეძენით დაინტერესდა.

კატალონიელებს კოტდიუვარელთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურთ. წინასწარი მონაცემებით, ფორვარდის ხელფასი წელიწადში 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის ვადა დროგბას მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და რომან აბრამოვიჩი ფორვარდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

34 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "შანხაიც" იჩენს.

მიმდინარე სეზონში დროგბამ 31 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

"ბარსელონას" შემტევი მოთამაშე სჭირდება, რომელიც ნებისმიერ მცველს პრობლემებს შეუქმნის. დროგბა სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც კლუბს გამოადგება", - აღნიშნა კატალონიური
კლუბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული