შეგახსენებთ, რომ "ვილიარეალი"-"ატლეტიკოს" მატჩის ბოლოსკენ რადამელ ფალკაომ სეზონში 24-ე გოლი გაიტანა, სტუმრებმა 1:0 მოიგეს და ერთ დროს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი სეგუნდა დივიზიონში მოისროლეს.
ვიდეოზე კარგად ჩანს ეპიზოდი, რომელშიც "ვილიარეალის" ნახევარმცველი ხავიერ კამუნიასი "ატლეტიკოს" ფეხბურთელებს მოუწოდებდა, რომ მათთვის მოგებას აზრი არ ჰქონდა, რადგან "მალაგა" "სპორტინგთან" მატჩში დაწინაურდა.
ისმის ფრაზა: "ფილიპე ლუიშ, "მალაგამ"
"ვილიარეალის" ფეხბურთელები ისე იყვნენ მონდომებულნი, რომ "მალაგა"-"სპორტინგის" შეხვედრაში მასპინძელთა მეორე გოლი სულაც გამოიგონეს: "დიეგო, "მალაგამ" მეორე გაუტანა "სპორტინგს", - უყვიროდა მსოფლიოს ჩემპიონი კარლოს მარჩენა "ატლეტიკოს" ბრაზილიელ გამთამაშებელ დიეგოს, მაგრამ არაფერმა გაჭრა - დიეგო სიმეონეს გუნდმა არ დაარღვია ფეარ პლეის პრინციპი და მოუგო "ვილიარეალს".
მატჩის შემდეგ გაცოფებული მარჩენა უკვე იგინებოდა და რევანშით იმუქრებოდა: "გოდინ, დიეგო, ფილიპე ლუიშ, თქვე დედა***ბო! ჯერ არაფერი დამთავრებულა, თქვენი დროც მოვა", - ეს ყველაფერი თუ დაუმტკიცდა, რაც არც ისე რთულია, მსოფლიოს ჩემპიონს დისკვალიფიკაცია არ ასცდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"