კარლოს მარჩენა მადრიდელებს აგინებდა: "გოდინ, დიეგო, ფილიპე ლუიშ, თქვე დედა***ბო!

AutoSharing Option
"კანალ პლუსმა" ესპანეთში დიდი სკანდალი გამოიწვია - არხი ვიდეომასალაზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩში, "ელ მადრიგალზე" - მასპინძელი გუნდის ფეხბურთელები მადრიდელებს სთხოვდნენ, მეტი აღარ შემოეტიათ მათთვის. 

შეგახსენებთ, რომ "ვილიარეალი"-"ატლეტიკოს" მატჩის ბოლოსკენ რადამელ ფალკაომ სეზონში 24-ე გოლი გაიტანა, სტუმრებმა 1:0 მოიგეს და ერთ დროს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი სეგუნდა დივიზიონში მოისროლეს.

ვიდეოზე კარგად ჩანს ეპიზოდი, რომელშიც "ვილიარეალის" ნახევარმცველი ხავიერ კამუნიასი "ატლეტიკოს" ფეხბურთელებს მოუწოდებდა, რომ მათთვის მოგებას აზრი არ ჰქონდა, რადგან "მალაგა" "სპორტინგთან" მატჩში დაწინაურდა.

ისმის ფრაზა: "ფილიპე ლუიშ, "მალაგამ"
გაიტანა, თქვენს გარჯას აზრი აღარ აქვს", - მიმართავს კამუნიასი "ატლეტიკოს" ბრაზილიელ მცველ ფილიპე ლუიშს.

"ვილიარეალის" ფეხბურთელები ისე იყვნენ მონდომებულნი, რომ "მალაგა"-"სპორტინგის" შეხვედრაში მასპინძელთა მეორე გოლი სულაც გამოიგონეს: "დიეგო, "მალაგამ" მეორე გაუტანა "სპორტინგს", - უყვიროდა მსოფლიოს ჩემპიონი კარლოს მარჩენა "ატლეტიკოს" ბრაზილიელ გამთამაშებელ დიეგოს, მაგრამ არაფერმა გაჭრა - დიეგო სიმეონეს გუნდმა არ დაარღვია ფეარ პლეის პრინციპი და მოუგო "ვილიარეალს".

მატჩის შემდეგ გაცოფებული მარჩენა უკვე იგინებოდა და რევანშით იმუქრებოდა: "გოდინ, დიეგო, ფილიპე ლუიშ, თქვე დედა***ბო! ჯერ არაფერი დამთავრებულა, თქვენი დროც მოვა", - ეს ყველაფერი თუ დაუმტკიცდა, რაც არც ისე რთულია, მსოფლიოს ჩემპიონს დისკვალიფიკაცია არ ასცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული