რაული: მადრიდის "რეალიდან" წასვლა ნაადრევი იყო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" 34 წლის ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკო, რომელიც კარიერას "ალ-სადში" გააგრძელებს, აღიარებს, რომ მადრიდიდან წასვლის გადაწყვეტილება ცოტა ნაჩქარევად მიიღო.

"ჩემი "რეალიდან" წასვლა ცოტა ნაადრევი იყო, მაგრამ მე აუცილებლად დავბრუნდები", - განუცხადა ფეხბურთელმა "ალ ჯაზირას", თუმცა მას ფეხბურთელის ამპლუაში დაბრუნება არ უგულისხმია.

რაული სხვა საკითხებსაც შეეხო. მან თქვა, რომ "რეალმა" ლა ლიგა დამსახურებულად მოიგო, ხოლო კარლეს პუიოლის გამოკლება დიდი დარტყმაა: "ის ძალიან დაეხმარებოდა გუნდს თავისი გამოცდილებით". რაულმა ესპანეთის ნაკრებში 102 მატჩში 44 გოლი გაიტანა.

დანი ალვეში თასის ფინალს გამოტოვებს
ესპანეთში
საფეხბურთო სეზონი ოთხშაბათს "ვისენტე კალდერონზე" დასრულდება - თასის ფინალში "ბარსელონა" "ბილბაოს" ეთამაშება.

აი, ასეთ მნიშვნელოვან მატჩს დაკლდება 29 წლის ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში, რომელმაც ვარჯიშზე ლავიწის ძვალი გაიტეხა. ალვეშს მცირე ოპერაცია გუშინვე გაუკეთეს. ჯერ უცნობია, რამდენ ხანს დაისვენებს ფეხბურთელი, თუმცა ცხადია, რომ 25 მაისამდე ვერ გამოჯანმრთელდება.

ვილიარეალი ლოტინას დაემშვიდობა
სეგუნდა დივიზიონში გავარდნილი "ვილიარეალი" მწვრთნელს, მიგელ ანხელ ლოტინას დაემშვიდობა.

აღსანიშნავია, რომ ლოტინა "წყალქვეშა ნავს" მხოლოდ ბოლო 11 ტურის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მაგრამ ჩასაძირად განწირული "ელ სუბმარინოს" შველა ვეღარ შეძლო: "მესმის, რომ იმედები ვერ გავამართლეთ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს იმიტომ არ მოხდა, რომ რამე დავაკელით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული