ჟოზე მოურინიო: მადრიდის "რეალმა" ორი მოთამაშე უნდა შეიძინოს და ინფრასტრუქტურა გააუმჯობესოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მომავალ სეზონში გუნდის ამოცანები დასახა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ახალი ფეხბურთელების შეძენას თავს ვერ აარიდებენ.

"ახალ სეზონში გუნდი ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში იბრძოლებს. ამიტომ ახალ მოთამაშეებს შევიძენთ. ამას გარდა, საკლუბო ინფრასტრუქტურაც უნდა გავაუმჯობესოთ.

ამასთან დაკავშირებით, გუნდის ფინანსური სტაბილურობის გამო "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უნდა შევაქოთ. ევროპის დღევანდელი რთული რეალიების გათვალისწინებით, ასეთი მდგომარეობა ბევრს ნიშნავს", - განაცხადა მოურინიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული