გამოკითხულებმა ფეხბურთელებიდან ლეო მესი გამოარჩიეს, მწვრთნელებიდან - ჟოზე მოურინიო. სეზონის სენსაცია ფეხბურთელებში "მალაგას" ფლეიმეიკერი ისკო გახდა, რომელიც ახლახან ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს; სენსაცია-გუნდი კი - "ლევანტე".
ფეხბურთელი-სენსაცია
ამ კატეგორიაში "ვალენსიადან" "მალაგაში" გადაბარგებულმა 20 წლის ფრანსისკო რომან სუარესმა (ანუ ისკო) ხმების 22,1% მიიღო და გაასწრო "რაიო ვალეკანოს" შემტევ ნახევარმცველ მიჩუს და "ატლეტიკოს" გოლკიპერ ტიბო კურტუას.
გუნდი-სენსაცია
ამ კატეგორიაში ყველაფერი ისედაც ნათელი იყო, რაც გამოკითხვამაც აჩვენა - ვალენსიურ "ლევანტეს", რომელიც მე-6
ფეხბურთელი-იმედგაცრუება
ნური შაჰინი 2010/11 წლების სეზონის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ის "რეალმა" 10 მილიონ ევროდ შეიძინა და... მთელი სეზონი ან სკამზე, ანაც განაცხადს მიღმა გაატარებინა. თურქმა ამ კატეგორიაში ხმების ნახევარი მიიღო და ხოსე რეიესს (ატლეტიკო, სევილია) და დანი გუისას (ხეტაფე) გაასწრო.
გუნდი-იმედგაცრუება
რა თქმა უნდა - "ელ სუბმარინო". წინა სეზონში მე-4 ადგილზე გასული "ვილიარეალი" სეგუნდა დივიზიონში გავარდა. ამასთან ახლოსაც ვერ მოვა "სევილიას" ჩავარდნილი სეზონი.
საუკეთესო ფეხბურთელი
ის, ვინც ლა ლიგის ისტორიაში 50 გოლით იწონებს თავს - ლეო მესიმ 14 ათასი ხმით გაუსწრო კრიშტიანო რონალდოს. მესამე ადგილზე რადამელ ფალკაოა, მაგრამ კოლუმბიელი ძალიან ჩამორჩა პორტუგალიელს და მით უფრო, არგენტინელს.
საუკეთესო მწვრთნელი
ჟოზე მოურინიო პირველია, ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა) - მეორე, მესამეზე "ლევანტეს" თავკაცი ხოსე იგნასიო მარტინესია.
საუკეთესო მენეჯერი ან პრეზიდენტი
ეს ნომინაცია "ოსასუნას" პრეზიდენტმა პაჩი ისკომ მოიგო. მან "ლევანტეს" ბოს კიკო კატალანს აჯობა "მარკას" გამოკითხვაში.
სეზონის ნაკრები
ამ გამოკითხვაში 73 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 11-დან 9 ფეხბურთელი "რეალის" ან "ბარსელონას" წარმომადგენელია. ეს ჯადოსნური წრე მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა გაარღვია - ეს "ბილბაოს" ხავი მარტინესმა და "ატლეტიკოს" რადამელ ფალკაომ შეძლეს.
იკერ კასილიასი (რეალი) - სერხიო რამოსი (რეალი), კარლეს პუიოლი (ბარსელონა), ხავი მარტინესი (ბილბაო) - მესუთ იოზილი (რეალი), ჩაბი ალონსო (რეალი), ჩავი ერნანდესი (ბარსელონა), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა) - ლიონელ მესი (ბარსელონა), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), კრიშტიანო რონალდო (რეალი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"