კრიშტიანო რონალდო: არ ვიცი, დავრჩები თუ არა მომავალში მადრიდის "რეალში"

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ მომავალში მადრიდული კლუბი დატოვოს.

პორტუგალიელი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონების რიგებში 2009 წელს, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში გატარებული ექვსი წლის შემდეგ გადავიდა. გასულ სეზონში ფორვარდმა 60 გოლი გაიტანა და თავისივე აღიარებით, "რეალში" გამოსვლით ბედნიერია. მაგრამ შორეულ მომავალში გახედვას კრიშტიანო არ ჩქარობს.

"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი და არავინ შეიძლება იცოდეს, რა მოხდება მომავალში. ახლა ამ უდიდეს კლუბში ყოფნით ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს ერთ ან ორ წელს გაგრძელდება, მერე კი… ყოველთვის ძნელია გამოცნობა, თუ როგორ განვითარდება
მოვლენები", - განაცხადა რონალდომ.

ივნისში კრიშტიანო პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიელთა მეტოქეები გერმანიის, ჰოლანდიის და დანიის ნაკრებები იქნებიან.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული