შეგახსენებთ, რომ კაკა "სამეფო კლუბში" "მილანიდან" 2009 წელს გადავიდა. მადრიდელებმა მასში 67 მილიონი ევრო გადაიხადეს, თავად კაკა კი წელიწადში ხელფასის სახით 9 მილიონ ევროს იღებს.
AS-ის ცნობით, "რეალი" კაკას 25 მილიონ ევროდ აფასებს.
"იყო მატჩები, როცა კაკამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში, მაგრამ იყო ისეთებიც, სადაც მეც და თავად ფეხბურთელიც უკმაყოფილოები დავრჩით", - თქვა მოურინიომ.