შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა "ბლაუგრანას" ესპანეთის თასის ფინალური მატჩის შემდეგ დატოვებს, პეპს მისი თანაშემწე ტიტო ვილანოვა შეცვლის. ფინალში კატალონიელები ბილბაოს "ატლეტიკს" შეხვდებიან.
"იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მუშაობდა გვარდიოლა, არაა გასაკვირი, რომ ის დაიღალა. პეპი დიდი წნეხის ქვეშ იყო.
სხვა სპეციალისტებისგან იმდენს ვერასდროს ვისწავლით, რამდენიც გვარდიოლასგან ვისწავლეთ", - თქვა ფაბრეგასმა.