ფრედერიკ კანუტე კარიერას ირანში გააგრძელებს

AutoSharing Option
"სევილიას" 34 წლის მალელი ფორვარდი ფრედერიკ კანუტე, რომლის კონტრაქტის ვადაც მიმდინარე წლის ზაფხულში იწურება, თავისუფალი აგენტის სტატუსით ირანის "მეს კერმანში" გადავა.

"მოლაპარაკებები გავმართეთ და შეთანხმებასაც მივაღწიეთ. ჩემი კონტრაქტი ერთწლიანია", - თქვა კანუტემ.

"სევილიაში" კანუტე 2005 წლიდან გამოდის. მიმდინარე სეზონში მალელმა 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის მოედანზე, უმეტესად, მეორე ტაიმში შეცვლაზე გამოდიოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული