შეგახსენებთ, რომ გონსალოს რეალური შეთავაზებები აქვს, როგორც "პარი სენ ჟერმენისგან", ასევე "იუვენტუსისგან".
გონსალო შვებულებას სამშობლოში ატარებს. აი, რა უთხრა მან რეპორტიორებს: "ახლა მხოლოდ დასვენებაზე ვფიქრობ. რაც შეეხება ჩემს მომავალ კარიერას - "მალიორკასთან" მატჩისას 80 ათასი ადამიანი მთხოვდა, რომ "რეალში"დავრჩენილიყავი და ეს მეტად ამაღელვებელი გრძნობა იყო. ამ დღეს ვერასდროს დავივიწყებ".
ლორენტე სიტის უარყოფს
ბილბაოს "ატლეტიკის" ფორვარდმა ფერნანდო ლორენტემ უარყო ხმები, რომლის თანახმადაც ის, თითქოს, "მანჩესტერ სიტიში" გადადის.
27 წლის მსოფლიოს
ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ამ სეზონში (ყველა შეჯიბრში) 28 გოლი გაიტანა. "ბილბაოს" სეზონი ჯერ არ დაუსრულებია - ოთხშაბათს მადრიდში ესპანეთის თასის ფინალია. ბასკები "ბარსელონას" დაუპირისპირდებიან.
ისკო ბარსელონაში?
"მალაგას" ახალგაზრდა ნახევარმცველი ისკო უცბათ მეოქცა ესპანური მედიის ყურადღების ცენტრში. ისკოს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, რის გამოც ის ვისენტე დელ ბოსკემ ეროვნულ ნაკრებში მიიწვია.
ახლა კი ხმა დაირხა, ისკო "ბარსელონას" სურსო. ამ ინფორმაციის პირველწყარო "ელ მუნდო დეპორტივოა". ისკო "ვალენსიას" აღზრდილია, მას "ლოს ჩეს" რიგებში დებიუტი 2010 წლის ნოემბერში ჰქონდა. სეზონის დასაწყისში 20 წლის ფეხბურთელი "მალაგაში" გადავიდა. ახლა ის 20 მილიონი ევრო ღირს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"