დიეგო: იმედი მაქვს, ბრაზილიის ნაკრებში დავბრუნდები

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა დიეგომ, რომელიც "ვოლფსბურგის" საკუთრებაა, განაცხადა, რომ მადრიდულ კლუბში დარჩენა სურს.

"კარიერის ესპანურმა ეტაპმა ბევრი სიხარული და სიამოვნება მომანიჭა. ბედნიერი ვარ, რომ "ატლეტიკოს" მაისურს ვატარებ", - აღიარა დიეგომ, რომლის "ვოლფსბურგში" დაბრუნებას" "მგლების" თავკაცი ფელიქს მაგათი მოუთმენლად ელის.

27 წლის ფლეიმეიქერი, რომელმაც მადრიდელებთან ერთად მიმდინარე სეზონში ევროპის ლიგა მოიგო, დიდი ხნის შესვენების შემდეგ ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნებას იმედოვნებს.

"იმედია, მთავარ მწვრთნელს ვახსოვარ. მესმის, რომ ბრაზილიის ნაკრებში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დაბრუნების იმედი მაქვს", - დასძინა დიეგომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული