ფერნანდო ტორესი და ხუან მატა ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები - ნახევარმცველი ხუან მატა და თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი სერბეთის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებთან ამხანაგური მატჩების სათამაშოდ ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს.

შეგახსენებთ, რომ თავიდან ორივე მოთამაშე იმ 21 ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა, რომლებიც მატჩებისთვის მოსამზადებლად გამოიძახეს.

შვეიცარიის სენტ გალენში, სადაც ევროპის მოქმედი ჩემპიონები იკრიბებიან, ტორესი და მატა 25 მაისს ჩავლენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული