ჟოზე მოურინიოს ლუკა მოდრიჩი მოუნდა!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალს" ახალი სეზონისთვის ჯერჯერობით არცერთი ტრანსფერი არ განუხორციელებია, გარკვეული ძვრები კი უკვე შეინიშნება.

ინგლისური და ესპანური მედიის ცნობით, "სამეფო გუნდის" თავკაც ჟოზე მოურინიოს სასურველი ფეხბურთელების სიაში "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე წერია.

პორტუგალიელ სპეციალისტს 26 წლის ხორვატი ძალიან მოსწონს და მისი მადრიდში გადაბირება უნდა. ჩვენი ინგლისელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ "რეალი" მზადაა, "ტოტენჰემს" მოდრიჩის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზოს.

მოდრიჩი (46 მატჩი ხორვატიის ნაკრებში) "ტოტენჰემში" 2008 წლიდან თამაშობს - თავის დროზე "სპურზმა" ზაგრების "დინამოს" მის სანაცვლოდ 21
მილიონი ევრო გადაუხადა. ლუკას "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

ესპანური პრესა კი იუწყება, რომ მოდრიჩის გადაბირების შემთხვევაში მოურინიო მზადაა, კაკა და ლასანა დიარა გაუშვას.

მეტიც: "მარკას" ცნობით, "რეალს" ეს ფეხბურთელები აღარ სჭირდება და შეფები მზად არიან, ნებისმიერი შეთავაზება მოისმინონ.

ბრაზილიელით პსჟ დაინტერესდა; დიარამ კი, შესაძლოა, "ტოტენჰემში" ამოყოს თავი და მოდრიჩის გარიგების მონაწილე გახდეს. თავად ლუკა მოდრიჩი კი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას, სურს თუ არა "ტოტენჰემიდან" აბარგება, მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული