ესპერანსა აგირე: თუ ესპანეთის ჰიმნს დაუსტვენენ, თასის ფინალი უნდა გადაიდოს!

AutoSharing Option
მადრიდის ავტონომიის თავმჯდომარემ ესპერანსა აგირემ განაცხადა, რომ ესპანეთის თასის ფინალი უნდა გადაიდოს, თუ გულშემატკივრები ქვეყნის ჰიმნს დაუსტვენენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის დასკვნითი მატჩის მონაწილეები "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" არიან, რომლებიც კატალონიას და ბასკეთს წარმოადგენენ.

კატალონიელებს და ბასკებს ესპანეთის მიმართ ანტაგონიზმი რომ ახასიათებთ, საყოველთაოდ ცნობილია. ისინი დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან.

"თუ ესპანეთის ჰიმნს დაუსტვენენ, ეს ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაული იქნება. მიმაჩნია, რომ ასეთ პირობებში თამაში უნდა შეჩერდეს და სხვა ადგილას, დახურულ სტადიონზე უნდა ჩატარდეს", - განაცხადა აგირემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული