შეგახსენებთ, რომ ტურნირის დასკვნითი მატჩის მონაწილეები "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" არიან, რომლებიც კატალონიას და ბასკეთს წარმოადგენენ.
კატალონიელებს და ბასკებს ესპანეთის მიმართ ანტაგონიზმი რომ ახასიათებთ, საყოველთაოდ ცნობილია. ისინი დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან.
"თუ ესპანეთის ჰიმნს დაუსტვენენ, ეს ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაული იქნება. მიმაჩნია, რომ ასეთ პირობებში თამაში უნდა შეჩერდეს და სხვა ადგილას, დახურულ სტადიონზე უნდა ჩატარდეს", - განაცხადა აგირემ.