სესკ ფაბრეგასი: სეზონით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვეცდები, მომავალში უკეთ ვითამაშო

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ გასულ სეზონში საკუთარი თამაშით კმაყოფილია.

თუმცა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ეცდება, "ბლაუგრანას" შემადგენლობაში გამოსვლა გააუმჯობესოს.

"მიმაჩნია, რომ პირადად ჩემთვის ეს სეზონი წარმატებული გამოდგა, თუმცა ვეცდები, მომავალ საფეხბურთო სეზონში უკეთ ვითამაშო", - თქვა ფაბრეგასმა.

რაც შეეხება ესპანეთის თასის ფინალურ მატჩს ბილბაოს "ატლეტიკთან", ფაბრეგასმა თქვა: "არ ვფიქრობ, რომ ისინი უფრო მოტივირებულები არიან, ვიდრე "ბარსელონა". გვინდა გვარდიოლასთვის გავიმარჯვოთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული