ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელსაც ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ, "სამეფო კლუბთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.

49 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის ახალი ხელშეკრულება 2016 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი.

"რეალში" მოურინიო 2010 წლიდან მუშაობს. პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით პირველ სეზონში დედაქალაქურმა კლუბმა ესპანეთის თასი მოიგო, გასულ სეზონში კი ესპანეთის ჩემპიონის წოდება დაიბრუნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული